ავტორი ალა გრიგალაშვილი
„პარლამენტს გარეთ დარჩენილმა პოლიტიკურმა სპექტრმა შესაძლოა შექმნას ოპოზიცია, თუმცა ის ქვეყანაში მესამე პოლიტიკური ძალა იქნება", - ამის შესახებ „ქართული ოცნების" წევრმა შოთა ხაბარელმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, სამწუხაროდ, „ქართული ოცნების" პოლიტიკურ ოპოზიციად და მეორე პოლიტიკურ ძალად „ნაციონალური მოძრაობა" მიიჩნევა, რაც პარლამენტში მოხვედრილთა რაოდენობიდან გამომდინარეა.
„თუ გადავხედავთ პარლამენტს მიღმა დარჩენილ პოლიტიკურ სპექტრს, საკმაოდ გამოცდილი პოლიტიკოსები არიან: ნინო ბუჯანაძე, „ეროვნული ფორუმი", „რესპუბლიკელები" და სხვები. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, შეიქმნება გაერთიანება, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ეს იქნება მესამე ძალა.
ჩვენ მეორე ოპოზიციური პოლიტიკური პარტია არ გვყავს, თუმცა „ნაციონალური მოძრაობა" თავის თავს ასე უწოდებს. მაგრამ მე არ მიმაჩნია, რომ ეს არის მეორე ოპოზიციური ძალა. გამომდინარე იქიდან, რომ მათ თავისი შესაძლებლობები ფაქტობრივად ამოწურეს. ხედავთ, რომ ისინი ყოველდღიურად იშლებიან. შიგნით არეულ-დარეულობაა და დარწმუნებული ვარ, რომ ეს პოლიტიკური გაერთიანება მომავალ არჩევნებამდე ვერ მიაღწევს", - განაცხადა ხაბარელმა.