logo_geo
eng_logo
დიმიტრი ლორთქიფანიძე: პუტინისა და ტრამპის ალიანსი დადებით გავლენას იქონიოს საქართველოზე
- +

17 ნოემბერი. 2016. 15:42


 

 

„ტრამპის გამარჯვება არჩევნებში იყო მოულოდნელი, შოკის მომგვრელი და ძალიან სერიოზული დარტყმის მიმყენებელი ნეოლიბერალური სამყაროსთვის", - ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის" წევრმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ  განაცხადა.


რამ განაპირობა ტრამპის გამარჯვება და აშშ-რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის შესაძლო ალიანსი, რა გავლენას მოახდებს საქართველოზე - ამ საკითხებზე ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა „რეპორტიორის" პრესკლუბში ისაუბრა.


„ყველა ელოდა, რომ ობამას ადმინისტრაციის კურსი გაგრძელდებოდა ჰილარი კლინტონის გაპრეზიდენტების შემთხვევაში. უზარმაზარი თანხები იქნა მობილიზებული კლინტონის საარჩევნო კამპანიისთვის და წინასწარ ზეიმობდნენ კიდევაც მისი მხარდამჭერები გამარჯვებას. მაგრამ მოხდა ის, რასაც ბევრი არ ელოდა. თუმცა იყო სწორი მოლოდინებიც, რომ ტრამპი გაიმარჯვებდა ამ არჩევნებში. ვფიქრობ, ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი მისი გამარჯვების გახდა მისივე ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც რუსეთის ხელმძღვანელობასთან ერთად ახლო აღმოსავლეთში არსებული კონფლიქტების მოგვარებას და დარეგულირებას გულისხმობს. პროგრესულმა საზოგადოებამ აჩვენა მთელ მსოფლიოს, რომ ისინი მხარს არ უჭერენ ომს და მომხრე არიან მშვიდობის.

 

სხვა საკითხია, რამდენად მოხდება წინასაარჩევნოდ გაცხადებული პოლიტიკის იმპლემენტაცია და რამდენად რეალურად განხორციელდება პუტინისა და  ტრამპის ალიანსი. რომელმაც, ჩემი ღრმა რწმენით, დადებითი გავლენა უნდა იქონიოს საქართველოზე", - განაცხადა ლორთქიფანიძემ.

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner