ავტორი ალა გრიგალაშვილი
„1 %-იანი პარტიების გაერთიანება, სამწუხაროდ, 5 %-იან შედეგს არჩევნებზე არ მოგვცემს", - ამის შესახებ არასაპარლამენტო ოპოზიციის შესაძლო გაერთიანებაზე საუბრისას ექსპერტმა ვაჟა ბერიძემ განაცხადა.
ექსპერტი პარტიებს ურჩევს, უფრო პრაგმატულები გახდნენ, რომ იპოვონ ის ელექტორატი, რომელიც მათ მხარს დაუჭერს.
„ვურჩევ პოლიტიკურ სპექტრს, რომელმაც წარუმატებლობა განიცადა ამ არჩევნებზე, გადააფასონ თავიანი მიდგომები პოლიტიკური საქმიანობისადმი, მათ უნდა ეძებონ მეტი ეფექტური ადამიანური რესურსი და აუცილებელი ფინანსური რესურსი. თუ ამ კუთხით შემხედავთ ვითარებას, ჩვენ გვაქვს 1 ან 2 კაცის პარტიები და აბსოლუტურად არანაირი ფინანსური დასაყრდენის მქონე პოლიტიკური გაერთიანებები. ისინი სერიოზულ მიზნებს ვერ დაისახავენ და ვერ მიაღწევენ, ახლა ჯუფთებადობის კანონს თუ მოვიშველიებთ და შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამის ცვლილებაზე თუ ვილაპარაკებთ, მაშინ არასერიოზული ვიქნებით", - განაცხადა ბერიძემ.