logo_geo
eng_logo
გიორგი მარგველაშვილმა 2017 წელი განათლების წლად გამოაცხადა
- +

18 ნოემბერი. 2016. 13:04



განათლება თავისუფლებაა და მხოლოდ განათლებული ადამიანი აღწევს შინაგან, სოციალურ და პოლიტიკურ თავისუფლებას", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, ჩვენი ქვეყანა განათლებული და თავისუფალი საზოგადოებით ერთად გაივლის გზას დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ. პრეზიდენტის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ დღესვე უნდა დაიწყოს ცვლილებები, რადგან არ გვაქვს დრო, რომ მომავალი საქართველოს შენება ათეული წლებით გადავდოთ. ამასთან პრეზიდენტმა 2017 წელი განათლების წლად გამოაცხადა.


ქვეყანას მყისიერი წარმატება სჭირდება ყველა სფეროში, რასაც მხოლოდ მაღალი პროფესიონალიზმით, მყარი სამოქალაქო თვითშეგნებით და პროგრესული იდეებით განვახორციელებთ", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner