logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი: პრეზიდენტის დღევანდელმა ტონმა გამაოცა - ეს არ იყო თანამშრომლობის ტონი
- +

18 ნოემბერი. 2016. 13:56



საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის სიტყვით გამოსვლა და ინიციატივები შეაფასა პარლამენტის დამოუკიდებელმა მაჟორიტარმა დეპუტატმა სალომე ზურაბიშვილმა.


ზურაბიშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტთან თანამშრომლობა და კოორდინაცია აუცილებელია, თუმცა, მისივე თქმით, დღეს პრეზიდენტს თავად არ ჰქონია თანამშრომლური ტონი.


„თანამშრომლობა აუცილებელია, თუმცა მისმა დღევანდელმა ტონმა ცოტა გამაოცა და არ ვთვლი, რომ ეს იყო თანამშრომლობის ტონი. მე დღეს დილით მქონდა განწყობა, რომ სკოლაში შევდიოდი და ეს განწყობა გაამყარა პრეზიდენტმა, რომ უცებ დირექტორი გველაპარაკება და თითს გვიქნევს. ასეთი შთაბეჭდილება დამიტოვა, მაგრამ ვნახოთ. თანამშრომლობა აუცილებელია და მე ვთვლი, რომ ეს პარლამენტი უნდა იყოს ბევრად საქმიანი, ვიდრე იყო პარლამენტი აქამდე," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც პრეზიდენტის არჩევის წესს განსაზღვრავს, ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ამ საკითხზე მსჯელობა უნდა დაიწყოს, რაც მისივე თქმით, გრძელვადიანი პროცესია.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner