საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი პრეზიდენტის გამოსვლას აფასებს და პარლამენტთან თანამშრომლობის შესახებ საუბრობს.
„დღეს იყო თვისობრივად განსხვავებული პრეზიდენტის მიმართვა პარლამენტისადმი. კერძოდ, შეეხებოდა თანამშრომლობის ფორმატებს და საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან აღინიშნა, რომ პრეზიდენტი მზად არის კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის საქართველოს პარლამენტთან. თუმცა, მან გაუსვა ხაზი, რომ არასდროს შეეგუება ინსტიტუტების დისკრედიტაციას. პრეზიდენტი მხარს დაუჭერს ყველა რეფორმას იმ ჩარჩოში, რასაც ჰქვია ინსტიტუტების პატივისცემა", - განაცხადა აბაშიშვილმა.