„ქართული ოცნების" წევრი, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი თამარ ხულორდავა ეთანხმება პრეზიდენტის მიერ ნახსენებ ერთ-ერთ საკითხს, რაც ეხება საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის პროცესის დაჩქარებას.
„ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი აქცენტი იყო დასმული პრეზიდენტის გამოსვლაში. ერთ-ერთი საკითხი, რაზეც მან გაამახვილა ყურადღება და რაც ძალიან ახლოს იქნება ჩემს საპარლამენტო საქმიანობასთან, უკავშირდება იმ მისწრაფებებს, რომელიც ჩვენ გვაკავშირებს ევროპის სტრუქტურებთან დაახლოების კუთხით. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დაჩქარდეს საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის პროცესი
რაც შეეხება ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს შორის ურთიერთობას, ჩვენ უნდა ვცეთ პატივი ერთმანეთს, ხალხის არჩევანს, იმ ინსტიტუტებს, რომელიც ქვეყანაში არსებობს", - განაცხადა ხულორდავამ.
რაც შეეხება პრეზიდენტის არჩევის საკითხს, ხულორდავას თქმით, საკონსტიტუციო რეფორმის საკითხს ფართოდ უნდა შევხედოთ.
„ეს დროსთან არის დაკავშირებული. საკონსტიტუციო რეფორმა ზოგადად, კომპლექსურად უნდა იყოს განხილული და შემდეგ იქნეს გადაწყვეტილება მიღებული", - განაცხადა ხულორდავამ.