„პარლამენტში ვართ 6 დეპუტატი და რეალურად, გადაწყვეტილებებს ვერ მივიღებთ. არ გვაქვს უმრავლესობა, მაგრამ ეს 6 დეპუტატი ვიქნებით ქართველი ხალხის ხმა საქართველოს პარლამენტში, ჩვენ ვიქნებით გარე ოპოზიციისთვის ფანჯარა პარლამენტში", - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა ირმა ინაშვილმა განაცხადა.
„ჩემთვის, როცა გარეთ ვიყავი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო, თანამოაზრეები მყოლოდა პარლამენტში, გამოვსულიყავი პარლამენტის სხდომაზე, მომეტანა ჩემი სათქმელი ან კანონპროექტი. მე ამის საშუალება არ მქონდა. ამიტომ ჩვენ მივცემთ ამ საშუალებას ოპოზიციურ პარტიებს. მათთვის ჩვენ ვიქნებით ლოკომოტივი და ფანჯარა პარლამენტში", - აღნიშნა ინაშვილმა.