logo_geo
eng_logo
კობა ნარჩემაშვილი: პრეზიდენტმა სწორი აქცენტები გააკეთა
- +

18 ნოემბერი. 2016. 14:30



საქართველოს პრეზიდენტის მიერ პარლამენტში სიტყვისას გამოსვლისას გამოკვეთილ გზავნილებს მნიშვნელოვანს უწოდებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კობა ნარჩემაშვილი. როგორც „ქართული ოცნების" წევრმა განაცხადა, პრეზიდენტმა სწორი აქცენტები გააკეთა როგორც საკონსტიტუციო უმრავლესობაზე, ასევე საგარეო საფრთხეებსა და უშიშროების ახალ კონცეფციაზე.


რამდენიმე სერიოზული გზავნილი იყო პრეზიდენტის გამოსვლაში. ყველაზე მნიშვნელოვანი ის, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის პირობებში ქართულ ოცნებას" მოუწევს ფართო კონსესუსის და თანხმობის პირობებში გადაწყვეტილების მიღება.

 

ის, რომ 2013 წლის კონსტიტუცია თავისი რედაქციით გასასწორებელია და ის, რომ იმ ახალ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რომელიც შავი ზღვის აუზში და არა მხოლოდ შავი ზღვის აუზში, არამედ ჩვენს გარშემოა, მართლაც მნიშვნელოვანი იქნება, ვიფიქროთ ეროვნული უშიშროების ახალ სტრატეგიაზე, იმ რეალობის გათვალისწინებით, რომელიც გვაქვს",- აცხადებს ნარჩემაშვილი.


რაც შეეხება პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლას, კობა ნარჩემაშვილი მიიჩნევს, რომ ამ საკითხზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია. დეპუტატის განცხადებით, ამ მოსაზრებას ეყოლება მომხრეებიც და მოწინააღმდეგეებიც, ამიტომ გადაწყვეტილება, ნარჩემაშვილი ფიქრობს, რომ შეთანხმების საფუძველზე უნდა იქნას მიღებული.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner