logo_geo
eng_logo
ზაქარია ქუცნაშვილი: პრეზიდენტს არ აქვს თავისი ქმედებების იმპროვიზირების უფლება!
- +

18 ნოემბერი. 2016. 14:40



პარლამენტარ ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლაში არის მთელი რიგი მოსაზრებები, რომელიც განხილვას საჭიროებს.


„მე ყოველთვის მქონდა პრეზიდენტის ინსტიტუტთან ის ურთიერთობები, რომელიც გამომდინარეობს კანონიდან და კონსტიტუციიდან. არის მთელი რიგი მოსაზრებები, რომელიც განხილვას საჭიროებს. ადრესატებიც ცნობილია, ვის მიმართ გამოითქვა ეს მოსაზრებები. დაველოდოთ, რა რეაგირება მოჰყვება ადრესატების მხრიდან", - განაცხადა ქუცნაშვილმა.


„ქართული ოცნების" წევრმა პრეზიდენტის არჩევის წესზეც ისაუბრა.


„პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევნების შენარჩუნების შემთხვევაში, კანდიდატები რაში უნდა შეეჯიბრონ ერთმანეთს? ვინ უფრო დროულად დაითხოვს პარლამენტს, ვინ უფრო დროულად გამოიყენებს ვეტოს უფლებას? მთავარსარდლის ფუნქციებით მას არ აქვს უფლება, რომ რაიმე დაამატოს ან რაიმე გამოაკლოს, პრეზიდენტს არ აქვს თავისი ქმედებების იმპროვიზირების უფლება", - აღნიშნა ქუცნაშვილმა.











 

right_banner right_banner
არქივი
right_banner