„ქართული ოცნების" წევრის ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, მედია თავისუფალი უნდა იყოს ნებისმიერი ზეწოლისგან; ფორმალური თუ არაფორმალური მესაკუთრისგან.
„ზეწოლა შეიძლება იყოს შიგნიდანაც და გარედანაც. მე ყველანაირი ზეწოლის წინააღმდეგი ვარ. რომ ამბობთ, რომ გარედან ზეწოლა დაუშვებელიაო, მე ვამბობ, რომ არც შიგნიდან არის დასაშვები.
არ მგონია, „რუსთავი 2" დაჩაგრული იყოს და არ მგონია, თქვენ ჩანდეთ საზოგადოების თვალში დაჩაგრულები," - განუცხადა პარლამენტარმა „რუსთავი 2"-ის ჟურნალისტს.