საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი რეჟისორ გიზო ჟორდანიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„დიდ მწუხარებას გამოვთქვამ ქართველი რეჟისორის გიზო ჟორდანიას გარდაცვალების გამო და ვუთანაგრძნობ მის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს.
გიზო ჟორდანიას განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ქართული თეატრის განვითარების საქმეში. მისი სპექტაკლები ათწლეულების განმავლობაში არ ჩამოსულა თეატრის სცენიდან.
გიზო ჟორდანიამ არაერთი ხელოვანი აღუზარდა ქართულ სცენასა და კინოს. სამწუხაროდ, ქართულმა თეატრალურმა სამყარომ დაკარგა არაჩვეულებრივი პედაგოგი, დიდი რეჟისორი და პიროვნება", - წერია სამძიმრის წერილში.