logo_geo
eng_logo
ადა მარშანიას ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობა არ მოსწონს
- +

20 ნოემბერი. 2016. 00:00



„პატრიოტთა ალიანსის" ერთ- ერთი წარმომადგენლის ადა მარშანიას განცხადებით, ქუთაისში პარლამენტის არსებობა ბევრ ხარჯებთანაა დაკავშირებული. როგორც მარშანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ქუთაისში ბევრი მნიშვნელოვანი საკითხია, რომლის მოგვარება უფრო მნიშვნელოვანია.


ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობა, მაინცდამაინც არ მომწონს. კარგად გახსოვთ, რომ ტრაგიკული ამბის შემდეგ მოხდა ამ შენობის აშენება. შესანიშნავი ძეგლი აფეთქდა და ორი ადამიანის მსხვერპლის ფასად აშენდა ეს. მიმაჩნია, რომ ქუთაისში პარლამენტის არსებობა, ბევრ ხარჯთან არის დაკავშირებული და არ მიწყინონ პატივცემულმა ქუთაისელებმა. უამრავი საბიუჯეტო ხარჯი მიდის ჩვენს ტრანსპორტირებაზე, დაბინავებაზე. ჯობია, ეს თანხები, უშუალოდ ქუთაისის კეთილმოწყობასა და ინფრასტრუქტურის და გაუმჯობესებას მოხმარდეს. ხედვათ თქვენ, რა მდგომარეობაშია ქალაქი. ყველაზე სასიცოცხლო წყლის საკითხიც კი არაა მოგვარებული", - განაცხადა ადა მარშანიამ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner