logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ჯერჯერობით არ მომიკითხავს, რამდენი მაქვს ხელფასი
- +

20 ნოემბერი. 2016. 00:02



ლარის კურსი არის ერთ-ერთი მტკივნეული თემა, თუმცა ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დეპუტატ რომან გოცირიძის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.


„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის თქმით, როდესაც ირაკლი კობახიძე იკითხავს, რამდენი აქვს ხელფასი, მას უპასუხებენ - რამდენიც წინამორბედს, თუმცა ასე არ არის, ვინაიდან 4 წლის წინადელთან შედარებით ლარის კურსი 49%-ით არის გაუფასურებული.


ირაკლი კობახიძის თქმით, მას ჯერჯერობით არ მოუკითხავს, რამდენი აქვს ხელფასი და პარლამენტის თავმჯდომარის რანგში მისი რეალური ამოცანა ქვეყნის სამსახურია.


ლარის კურსს რაც შეეხება, ეს არის რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მტკივნეული პრობლემა, რომელიც ძალიან აწუხებს ჩვენს მოსახლეობას. ეს პრობლემა შეეხო ჩვენი მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს, თუმცა ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა. თქვენ ხედავთ, რა მდგომარეობაა ზოგადად რეგიონში. ეს პრობლემა აწუხებს ჩვენს სამეზობლოს მთლიანად", - განაცხადა კობახიძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner