„საქართველოს ჰქონდა მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯები ევროპასთან ინტეგრაციის მიმართულებით", - ამის შესახებ დავით ბარქაძემ განაცხადა, რომელიც ამერიკაში საქართველოს ელჩი იქნება.
,,საქართველოს ეყოლება შედეგზე ორიენტირებული დინამიური გუნდი, რომელიც ძალიან ბევრს მიააღწევს ევროპასთან ინტეგრაციის მიმართულებით", - განაცხადა დავით ბარქაძემ მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველის ხდომის შემდეგ.
მისი თქმით, საქართველოს სწორი პოზიციონირება მოახდინა და საქართველო ამ მღელვარე რეგიონში სტაბილური კუნძულია. მისი თქმით, ის ელოდება დინამიკურ ოთხ წელიწადს.
,,ახლა მიმდინარეობს ფორმირება, როგორც გარდამავალი გუნდის ისე მომავალი ადმინისტრაციის, და ჩვენი აქტივობები მიმართული იქნება ამერიკა-საქართველოს შორის სტრატეგიების განვითარებაზე. აშშ-ს მხარდაჭერა საქართველოს უსაფრთოებისა და ტერიტორიული მთლიანობის ეკონომიკური, ვაჭრობის და ხალხთა შორის მიმართლებით, უნდა ვაქციოთ მნიშვნელოვნად ამერიკა-საქართველოს ურთიერთობაში", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.