ჩემი ძალიან კარგი ინიციატივა ქოტირების შესახებ, სამწუხაროდ ჩავარდა და პარლამენტში ვერ გავიდა, მე გენდერული ბალანსის მომხრე ვიყავი, - ამის შესახებ საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის წევრ ნანა ყეინიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მერვე მოწვევის პარლამენტში მამაკაცებს შეეშინდათ, რომ მეტი ქალი შესულიყო პარლამენტში.
"მე მაშინ ვთქვი, რომ ჭკვიანი ქალების ეშინიათ პარლამენტში მეთქი. მეცხრე მოწვევის პარლამენტში 150 ადამიანიდან 24 ქალი შედის რაც ძალიან ცოტაა, მაგრამ აქამდე 18-ნი ვიყავით და უკვე ის 6-ით მეტიც კი გვიხარია", - განაცხადა ნანა ყეინიშვილმა.
დეპუტატის ასეთ შეფასებას "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" წევრი ნანა კაკაბაძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რაოდენობა არ არის გადამწყვეტი, მთავარი ხარისხია.
"იქნებ იმ 6-ში ისეთებიც ურევია, რომლებიც პარლამენტში კი არა ქვეყანაშიც, რომ არ იყოს უკეთესი იქნებოდა", - განაცხადა კაკაბაძემ.