logo_geo
eng_logo
თემურ ჭკუასელი ოპოზიციაზე: ეს არის ხალხი, რომელიც მოწოდებულია, „ქართულ ოცნებას“ ნერვები მოუშალოს
- +

21 ნოემბერი. 2016. 14:06

 

 

„სად ხედავთ ოპოზიციას? ეს არის ხალხი, რომელიც მოწოდებულია, რომ „ქართულ ოცნებას" და საზოგადოების იმ უდიდეს ნაწილს, ვინც მხარს გვიჭერს, ნერვები მოუშალოს", - აღნიშნული განცხადება თემურ ჭკუასელმა საპარლამენტო ოპოზიციაზე საუბრისას გააკეთა.


როგორც „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე პარლამენტარმა აღნიშნა, ოპოზიციას კრიტიკა კარგად ეხერხება, რაც ადვილი საქმეა, საქმის კეთებისგან განსხვავებით.


„ისეთმა ფურმა დამწიხლოს, ჩემზე მეტს იწველიდესო", ეს ბრწყინვალე ნათქვამია. ადამიანებს, რომლებმაც უამრავი დანაშაული ჩაიდინეს ქვეყანაში, მორალური უფლება ხომ უნდა ჰქონდეთ, რომ ილაპარაკონ სხვაზე. ზოგადად, ძალიან ადვილია კრიტიკა, საქმის კეთება არის ძნელი. ოპოზიციას რომ ჰქონდეს სურვილი, საქმე აკეთოს, კი ბატონო, ვინ უშლის ხელს?" - განაცხადა ჭკუასელმა.


რაც შეეხება არასაპარლამენტო ოპოზიციას, ჭკუასელი ამბობს, რომ ხელისუფლება პარლამენტს გარეთ მყოფ პოლიტიკურ ძალებთან თანამშრომლობის რეჟიმში იქნება.

 













 

right_banner right_banner
არქივი
right_banner