logo_geo
eng_logo
არჩილ გამზარდია: დღეს „ქართული ოცნება“ არის ძლიერი ხელისუფალი!
- +

21 ნოემბერი. 2016. 14:49

 

 

„პარლამენტთან მიმართებაში მაქვს დადებითი მოლოდინი, ვიდრე უარყოფითი", - ამის შესახებ არჩილ გამზარდიამ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


მისი თქმით, სუსტი ოპოზიციის ფონზე, საზოგადოებამ კონსტუქციული კრიტიკა უნდა მიმართოს ხელისუფლებისადმი.


„საერთო ჯამში საზოგადოებას დაგვჭირდება უფრო კრიტიკული დამოკიდებულება ხელისუფლების მიმართ, ვიდრე ეს გვქონდა აქამდე, რადგან მას არ ჰყავს ისეთი ძლიერი ოპოზიცია, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფოს უსაფრთხოება შეიძლებოდა კითხვის ნიშნის ქვეშ დამდგარიყო, როგორც ეს იყო წინა წლებში. დღეს „ქართული ოცნება" არის ძლიერი ხელისუფალი, ამიტომაც მას სჭირდება ძლიერი კრიტიკა საიმისოდ, რომ ამ პარტიამ არ დაუშვას ის შეცდომები, რაც დაუშვა წინა ხელისუფლებამ. მაგრამ მე მჯერა, რომ „ქართულ ოცნებას" ამის მოტივი და სურვილი არ აქვს, მაგრამ ძნელია, დაიცვა საკუთარი თავი დიდი ძალაუფლების მავნე ზეგავლენისგან", - განაცხადა გამზარდიამ „რეპორტიორის" პრესკლუბში.













 

right_banner right_banner
არქივი
right_banner