logo_geo
eng_logo
133 ახალი ლურჯი ავტობუსი თბილისში 2017 წლის მარტის ბოლომდე შემოვა
- +

21 ნოემბერი. 2016. 15:55

 

 

თბილისისთვის განკუთვნილი, გერმანული კომპანია Man-ის 133 ლურჯი ავტობუსი დედაქალაქში 2017 წლის მარტის ბოლომდე ეტაპობრივად შემოვა.

მეორე ეტაპისთვის შემოყვანილი ლურჯი ავტობუსები N 51 მარშრუტზე, გლდანულადან ბაგების სტუდენტურ ქალაქამდე იმოძრავებენ.



ახალი ავტობუსები ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, ავტობუსში შესაძლებელია ჩვილი ბავშვის ეტლის შეტანაც და დაცულია მგზავრთა უსაფრთხოების ყველა ნორმა. მგზავრობის ბილეთის აღების წესი უცვლელი რჩება.



​როგორც „სითი კვირას" მერიაში განუცხადეს, 12 მეტრის სიგრძის ავტობუსები, ძირითადად, თბილისის ფართო ქუჩებისა და გრძელი მარშრუტებისთვის არის განკუთვნილი. ქართული მხარის სატენდერო მოთხოვნების თანახმად, ავტობუსები მუშაობენ ბუნებრივ აირზე და აღჭურვილი არიან თანამედროვე ტექნოლოგიებით, რათა, ერთი მხრივ, დაიზოგოს საწვავის ხარჯები, ხოლო, მეორე მხრივ, გარემოსთვის გაცილებით უსაფრთხო იყოს და მცირე რაოდენობის მავნე გამონაბოლქვი გამოყოს.



თბილისში სულ 143 ახალი ლურჯი ავტობუსის შემოყვანაა დაგეგმილი. მათგან 10 დედაქალაქის ქუჩებში უკვე მოძრაობს N 61 მარშრუტზე, კერძოდ, ბაგებიდან, ჭავჭავაძისა და რუსთაველის გამზირების გავლით, ბარათაშვილის ქუჩამდე.



ახალ ავტობუსებში საკვებისა და სასმელის შეტანა იკრძალება, ხოლო გარე რეკლამა მხოლოდ სამ ადგილას საგანგებოდ გამოყოფილ ჩარჩოში განთავსდება. თბილისის ისტორიული ნაწილისა და ვიწრო ქუჩებში თავისუფლად გადაადგილებისთვის, მერია, ასევე, გეგმავს პატარა ავტობუსების შემოყვანას. ავტოპარკის განახლების პროექტს თბილისის მერია EBRD-ის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით ახორციელებს. EBRD-ის სასესხო რესურსმა 27 მლნ ევრო შეადგინა, ხოლო ევროკავშირის მიერ დაფუძნებულმა ფონდმა E5P-მ 7 მლნ ევროს ოდენობის გრანტი გამოყო.













 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner