logo_geo
eng_logo
ემზარ კვიციანი: პარლამენტშიც ისე რომ ვიგრძნობ თავს, როგორც ტყეში, მაშინ უკვე კარგად იქნება ყველაფერი
- +

23 ნოემბერი. 2016. 11:31



„პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ემზარ კვიციანმა „ახალ თაობასთან" პარლამენტის პირველი სხდომის შესახებ ისაუბრა.



ნაციონალები მთელი სხდომის განმავლობაში ჩვენკენ ჩუმ-ჩუმად აპარებდნენ თვალს. ნაციონალები სადაც სხედან, ეგ არის ოპოზიციური ფლანგი. ჩვენ ოპოზიცია ვართ და ამ ფლანგზე მოგვიხდა დაჯდომა. დათვს ნიორი სძულდა და ცხვირიდან ამოსდიოდაო, ასე მოგვივიდა პატრიოტთა ალიანსს".

ნაციონალებთან" ახლოს ჯდომა არ გვიხარია, მაგრამ ჯერ ვაკვირდებით. პარლამენტის პირველმა სხდომამ ის დრო გამახსენა, ტყეში რომ წამიყვანეს პირველად. თავიდან არ ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა, მერე ნელ-ნელა ყველაფერი ავითვისე და ახლა ტყეში თავს კარგად ვგრძნობ. პარლამენტშიც ისე რომ ვიგრძნობ თავს, როგორც ტყეში, მაშინ უკვე კარგად იქნება ყველაფერი. პარლამენტს თავისი ტექნიკა აქვს და მის გამოყენებას სწავლება სჭირდება. კი აგვიხსნეს რაღაცები, მაგრამ, ცოტა არ იყოს, გამიჭირდა. არაფერია, ტყეშიც ეგრე გამიჭირდა და მერე ყველაფერი ავითვისე.

რეპლიკისა და განცხადების გაკეთება რომ გინდა, რაღაცნაირად უნდა დაიჭირო თადარიგი. ეს ტექნოლოგია პირველ დღეს ვერ ავითვისეთ, რეაგირებას ვაგვიანებდით და ამიტომ აღარ ვიაქტიურე ძალიან. ნაციონალებს თუ ჰგონიათ, რომ სულ ასე იქნება, მწარედ ცდებიან. ჩვენი პასიურობა იმითაც იყო გამოწვეული, რომ სიტუაციის შესწავლა გვინდა. სხდომას რომ დავაკვირდით, იყო მომენტები, როცა ოცნებისა" და ნაციონალების დაპირისპირება დადგმულ სპექტაკლს ჰგავდა, ხან გულწრფელი იყო მათი ჩხუბი. ნელ-ნელა გავერკვევით და მერე ვიტყვით ჩვენს სათქმელს", - განაცხადა ემზარ კვიციანმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner