logo_geo
eng_logo
ანი მიროტაძე: პოლიტიკურ ძალებს შორის ევროპული ტიპის პოლიტიკური გაერთიანება უნდა მოხდეს!
- +

23 ნოემბერი. 2016. 14:05



„პოლიტიკურ ძალებს შორის ევროპული ტიპის პოლიტიკური გაერთიანება უნდა მოხდეს!" - ამის შესახებ ანი მიროტაძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ეროვნული ფორუმის" წევრის ინფორმაციით, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების გაერთიანებასთან დაკავშირებით კონსულტაციების პირველი შედეგები გაზაფხულზე იქნება ცნობილი.


„ამ პროცესს სჭირდება დრო. ჩვენ ვართ პროცესში. მთელი პოლიტიური სპექტრი პარლამენტს მიღმაა დარჩენილი, რადგან პოლიტიკოსები პარლამენტში არ არიან. ისინი მსჯელობენ, თუ როგორი უნდა იყოს ეს გაერთიანება. ეს არ უნდა იყოს კოალიცია. კოალიციების არსებობის დროს არსებული პრობლემების დიდი გამოცდილება გვაქვს. უნდა მოხდეს ძალების კონსოლიდაცია და უნდა მოხდეს პოლიტიკურ ძალებს შორის ევროპული ტიპის პოლიტიკური გაერთიანება, რომელსაც ექნება თავისი კონკრეტული ხედვა, თუ როგორი უნდა იყოს ქვეყნის მართვა და ასევე, როგორ უნდა შეიცვალოს ეს მახინჯი სისტემა", - განაცხადა მიროტაძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner