logo_geo
eng_logo
დავით ჭიჭინაძე: არ გამიგია, რომ გოგონების წინდაცვეთა არსებობდა, პროცედურაც კი ვერ წარმომიდგენია
- +

23 ნოემბერი. 2016. 14:15



„აზრი შეიძლება გაგაჩნდეს იმის შესახებ, რაც იცი; რაც არ იცი, იმის შესახებ აზრი როგორ უნდა გააგჩნდეს?! მე მაგალითად არ მიფიქრია, საერთოდ პროცედურაც კი ვერ წარმომიდგენია", - ამის შესახებ გოგოების წინდაცვეთაზე საუბრისას „ქართული ოცნების" წევრმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.


მმართველი გუნდის წარმომადგენელი „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე თეა წულუკიანის ინიციატივას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, იუსტიციის მინისტრმა აღნიშნული რიტუალის გაუქმება მოიხოვა.


„არ გამიგია, რომ გოგონების წინდაცვეთა არსებობდა და ამაზე რა ვთქვა, არ ვიცი. რაც არ ვიცი, რა ვუპასუხო. ზოგადად, მიმაჩნია, რომ რაც ბუნებამ შექმნა, ისე უნდა იყოს. ჩვენ მართლმადიდებელი ქრისტიანები ვართ და როგორც ვიცით, მამაკაცებშიც არ გვაქვს წინდაცვეთა. ეს კონკრეტული რელიგიისთვის დამახასიათებელი ტრადიციაა. ჩვენ კი იმ ხალხს უნდა ვცეთ პატივი. ქალებში წინდაცვეთა თუ არსებობდა, არ ვიცოდი, ხოლო მამაკაცებში რომ არსებობდა ეს რიტუალი, ეს ყველამ ვიცით - ებრაელებშიც მუსლიმებშიც..." - განაცხადა ჭიჭინაძემ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner