logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ქანთარია: ჯეჯელავასთან, რომელიც ხშირად უწევს საზოგადოებას პროვოცირებას, კითხვები მექნება!
- +

23 ნოემბერი. 2016. 14:39



„განათლების მინისტრთან მექნება კითხვები და მაგრამ წინასწარ არ გავაჟღერებ, რადგან არ მინდა, წინასწარ მოემზადოს", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალექსანდრე ქანთარიამ განაცხადა.


„მას აქვს იმპროვიზაციის უნარი. ჯეჯელავა საკმაოდ ორიგინალური პიროვნებაა, აქვს თავისი შეხედულებები, ხშირ შემთხვევაში ის პროვოცირებას უწევს საზოგადოებას, როგორც ვატყობ ხოლმე... „კომბლე არ ვარგა", მერე სხვა რაღაცას იტყვის... გარკვეული ამოცანები მას აქვს, ვნახოთ, მთავარია, ეს ყოველივე შედეგზე აისახოს, მხოლოდ შოუ არ გვაინტერესებს. ვფიქრობ, რომ მას ექნება სრულყოფილი გეგმა, რაზეც ჩვენ, ბუნებრივია, ვიმსჯელებთ", - განაცხადა ქანთარიამ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner