-
+
23 ნოემბერი. 2016. 22:52
„საქართველოს განვითარების ლაბორატორიის" ხელმძღვანელი ირაკლი გოგავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:
„21 ნოემბერს, ტრამპთან „ტრამპ ტაუერში" არაფორმალურ შეხვედრაზე წამყვანი ამერიკული მედია მივიდა. ტრამპმა მედიის წარმომადგენლებს „გადაუარა" და CNN-ის დირექტორს ჯეფ ცუკერს უთხრა, რომ CNN-ში მატყუარები მუშაობენ და რომ ისინი მას ეზიზღება. შეკრებილ 40-მდე წამყვანი გამოცემის წარმოამდგენელს ტრამპმა უღირსები უწოდა. NBC და CBS-საც მოუწია მძაფრი კრიტიკის მოსმენა. მოკლედ დონალდმა საქმეს ხელი სერიოზულად მოკიდა, როგორც ჩანს. შეგახსენებთ, რომ ტრამპის აგრესია ამერიკული მედიის მიერ მისი საარჩევნო კამპანიის არაობიექტური გაშუქებით არის გამოწვეული",- წერს გოგავა.