„ოპოზიციის მხრიდან იყო ერთადერთი მიზანი, თავი წარმოეჩინათ, რომ კი ვართ 27, მაგრამ ვითომ მაგრები ვართო", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალექსანდრე ქანთარიამ საპარლამენტო უმცირესობის ფორმატში მინისტრობის კანდიდატებთან გამართული სხდომის კომენტირებისას განაცხადა.
„ამ შემთხვევაში ხშირად შემოტანილი იყო გარკვეული მტვერი ქუჩიდან, იყო კლოუნადის გარკვეული ნაწილი და იყო უზრდელობებიც. მაქსიმალურად იყვნენ კორექტულები, აბსოლუტურად გაწონასწორებულები და კორექტულები მინისტრობის კანდიდატები", - განაცხადა ქანთარიამ.