თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს:
„ზაჰესის დასახლებაში ხიდის სამშენებლო სამუშაოების გამო მიმდინარე წლის 25 ნოემბერს, 22:00-დან 00:00 საათის ჩათვლით, გადაიკეტება საავტომობილო გზა დასავლეთ საქართველოს მიმართულებით. ავტოსატრანსპორტო საშუალებები იმოძრავებენ ალტერნატიული მარშრუტით: აღმაშენებლის ხეივნიდან საავტომობილო ნაკადი გადაერთვება მინდელის სახელობის ხიდების მიმართულებით, სარაჯიშვილის გამზირის და ზაჰესის დასახლების გავლით მცხეთის მიმართულებით", - წერია განცხადებაში.