საქართველოს პირველ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას, საკუთარი თავისთვის ხელფასის დანიშვნა დაავიწყდა. პრეზიდენტს ბოდიში მოუხადეს, რომ გამორჩათ ეს ფაქტი. მან სიმბოლური ხელფასი მოითხოვა, მაგრამ კანონით პრეზიდენტს ყველაზე მაღალი ხელფასი უნდა ჰქონოდა!
პრეზიდენტის შემდეგ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე მოდიოდა. ზვიადმა იკითხა - რამდენი აქვს მას ხელფასიო, რადგან კანონით მეტი უნდა ჰქონდეს პრეზიდენტს. როცა უპასუხეს, ზვიადს უთქვამს - მასზე ერთი მანეთით მეტი დამინიშნეთო!
ზვიად გამსახურდიას, პრეზიდენტობის მანძილზე, ერთხელაც არ აუღია ხელფასი, ბავშვთა სახლებს ურიცხავდა სრულად...