„ჩემთვის ცოტა გაუგებარი იყო ხადურის შეცვლა", - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჯონდი ბაღათურიამ განაცხადა.
„ჩვენ თუ ასე ავყვებით „რუსთავი 2"-ის და რაღაც მარგინალური ჯგუფების ამოჩემებებს- არასწორია. ირმა ნადირაშვილი რომ რაღაცას ამბობს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველამ დავიჯეროთ. ხადური რატომღაც ამოიჩემა „ვანოს show"-მ, ერთადერთი რაზეც ისინი ამახვილებდნენ ყურადღებას ხადურის გარეგნობა იყო - მაპატიეთ და არ მიწყენს, ვიცი - რომ სხვაზე უფრო „პუტკუნად" გამოიუყურება. ხომ არ შეიძლება ადამიანის სეგრეგაცია, მისი გარეგნობის მიხედვით მოხდეს?! - ვის მეტი კილოგრამები აქვს და ვის ნაკლები... თუ შევხედავთ გამონათქვამებს, უკიდურესად უნამუსო „ნაციონალსაც" და „რუსთავი 2"-საც არ უთქვამს, რომ ხადური კორუმპირებული, ან არაკვალიფიციურია. აბა რა გინდათ? მე მინისტრების შეცვლას კი არ ვაპროტესტებ, უბრალოდ დაუსაბუთებელია ეს ყველაფერი. თუ ჩვენ იმ მიმართულებით მივდივართ, რომ ხდება მთავრობის განახლება - ეს სხვა საკითხია, მაშინ ასე უნდა იყოს და არა ერთი მინისტრის გამოცვლა, მხოლოდ იმიტომ, რომ „პუტკუნა" ლოყები აქვს", - აღნიშნა ჯონდი ბაღათურიამ.