logo_geo
eng_logo
ფედერიკა მოგერინი: ქალზე ძალადობა მამაკაცის სისუსტეა და არა მისი სიძლიერე!
- +

26 ნოემბერი. 2016. 01:30


 

„მთელმსოფლიოში ქალები და გოგონები არიან ძალადობის სამიზნე - ეს ხდება ოჯახში, სამსახურში და საზოგადოებაში,- ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელმა, ევროკომისიის პრეზიდენტმა ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა.


მოგერინიმ აღნიშნა, რომ გავლენიან პოლიტიკოსებს მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ ქალთა დაცვასა და საზოგადოების გათვითცნობიერებაში.


ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღის აღვნიშვნით ჩვენი საზოგადოების მარცხს ვაღიარებთ ხოლმე. მთელ მსოფლიოში ქალები და გოგონები არიან ძალადობის სამიზნე - ეს ხდება ოჯახში, სამსახურში და საზოგადოებაში. ამ თვალსაზრისით არც ევროკავშია გამონაკლისი, პირიქით, გამოიკვეთა ძალზე შემაშფოთებელი ტენდენცია, რომელიც სრულიად საპირისპიროა შედეგისა, რაც მიღწეული გვეგონა. ქალები უდიდეს ტკივილს განიცდიან და ძალიან ხშირად ამ ტკივილთან გამკლავება მარტო უწევთ. ქალთა მიმართ ძალადობა მთელი საზოგადოების მიმართ ძალადობის ტოლფასია, ამიტომ მთელმა საზოგადოებამ უნდა იმოქმედოს და ეს მოქმედება მამაკაცებმა უნდა დაიწყონ.

 

ჩვენ, პოლიტიკის შემქმნელებს, უდიდესი პასუხისმგებლობა გვაკისრია ქალების დაცვაში და საზოგადოების გათვითცნობიერებულობის გაზრდაში: ევროკავშირი მთელ მსოფლიოში ახორციელებს სპეციალური პროექტებს, რომელთა ნაწილი 2016-2020 წლების ევროკავშირის გენდერული სამოქმედო გეგმითაა გათვალისწინებული. მაგალითად, ვეხმარებით ახალგაზრდა გოგონებს, უარი თქვან იძულებით გათხოვებაზე, ვმუშაობთ ოჯახებთან და ადგილობრივ ლიდერებთან, რომლებიც ქალების წინდაცვეთის წინააღმდეგ გამოდიან. ვეხმარებით იმ გზავნილის გავრცელებაში, რომ ქალზე ძალადობა მამაკაცის სისუსტეა და არა მისი სიძლიერე.

 

ეს ბრძოლა პირველ რიგში კულტურული ბრძოლაა, რომელიც ყველაფერს მოიცავს და მედიას ამ ბრძოლაში ძალიან მნიშვნელოვანი როლი აკისრია. თითკმაყოფილების არავითარი საფუძველი არ გვაქვს. როდესაც გენდერული ნიშნით ძალადობას ეხება და ერთადერთი სიტყვა, რომელიც ამ ქმედების ჩამდენს შეესაბამება, არის ,,დამნაშავე". დამნაშავეა ის, ვინც გოგონებს და ქალებს ართმევს სწავლის, მუშაობის, პარტნიორის არჩევის თუ მიტოვების უფლებას. დამნაშავეა ის, ვინც მათ თავისუფლებას ართმევს", - განაცხადა მოგერინიმ. 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner