logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: მე დავიცავ ყველა იმ სახელმწიფო ინტერესს, რომელიც თქვენ ვერ დაიცავით!
- +

26 ნოემბერი. 2016. 02:09



თქვენ ხართ დასავლური ძალა?! თქვენ ვის აკრიტიკებთ?! -  ასე მიმართა საქართველოს იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა „ნაციონალური მოძრაობის" წევრებს.


ომი ვინ დაიწყო ამაზე გამოძიება მიმდინარეობს, მე ვიცავ სახელმწიფოს ინტერესებს და დამერწმუნეთ, თქვენ რაც არ უნდა არ გიყვარდეთ, მე დავიცავ ყველა იმ სახელმწიფო ინტერესს, რომელიც თქვენ ვერ დაიცავით, თქვენ ხართ დასავლური ძალა?! თქვენ ვის აკრიტიკებთ?! გამოქვეყნებულია ეს გადაწყვეტილებაა ჰააგის სასამართლოში, თქვენ ეს დავა რუსეთთან წააგეთ", - მიმართა წულუკიანმა "ნაციონალურ მოძრაობას".


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner