logo_geo
eng_logo
წულუკიანი კახიძეს: ამ დიდ მჭმუნვარებაში, რომელშიც თქვენ ხართ, მე ვერ დაგეხმარებით
- +

26 ნოემბერი. 2016. 02:42



„ზურა ადეიშვილს მოადგილე ბრძანდებოდით, ბატონო ოთარ და მაშინ დიდ კომფორტში იყავით და მესმის, რომ ის სხვა დრო იყო. ახლა რაღაცები არ მოგწონთ, მაგრამ ამ დიდ მჭმუნვარებაში, რომელშიც თქვენ ხართ მეოთხე წელია, მე ვერ დაგეხმარებით" - ასე მიმართა იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა დღეს, გაერთიანებულ საკომიტეტო მოსმენაზე "ნაციონალური მოძრაობის წევრს, ოთარ კახიძეს. მან ასევე ვანო მერაბიშვილის იმ საქმეზეც ისაუბრა, რომელიც სტრასბურგშია გასაჩივრებული.


"იმედია, თქვენ ალბათ სტრასბურგს აცნობებთ ხართ თუ არა ისევ ადვოკატი, ეს თქვენი საქმეა, მაგრამ პოლიტიკოსობა და ადვოკატობა ორი სხვადასხვა რამეა. თქვენ იყავით ამ საქმეზე ადვოკატი, გადაწყვეტილება რომელსაც თქვენ გამარჯვებად ასაღებთ, არ არსებობს დღეს, იმიტომ რომ გასაჩივრდა დიდ პალატაში და დიდმა პალატამ თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება არ შედის ძალაში და ჩვენ დავიწყებთ მარტში ამ საქმის ნულიდან განხილვასო. ამიტომ, 8 მარტს მოემზადეთ, თუკი ისევ თქვენ იქნებით ადვოკატი, რომ თავიდან დაიცვათ ეს საქმე.


მე ძალიან კარგად მესმის, რომ თქვენ ამ საქმეზე როგორც ადვოკატს მოთხოვნილი გქონდათ, ან პატიმარს რაში თხოვთ ამ ფულს, 39 390 დოლარი და სტრასბურგმა მოგანიჭათ 4 ათასი ევრო, ესეც არ შევიდა ძალაში. ეს ფული თუ გადარდებთ, მოგიწევთ მოიცადოთ. თუ ისევ გაიმარჯვებთ, მოგანიჭებთ ფულს სასამართლო, მიიღებთ ამ თანხას. მე არ ვიცი სხვა რა გადარდებთ, იმიტომ რომ ეს არის წმინდა სამართლებრივი პროცესი და ამ 4 ათას ევროს დღეს მიიღებთ თუ ხვალ ნუ იდარდებთ. ყოველ შემთხვევაში, სტრასბურგის სასამართლოს ვანოს საქმეზე თქვა, რომ ეს კაცი წინასწარ პატიმრობაში იყო კანონიერად. მესმის რომ ეს თქვენ გწყინთ. თეა წულუკიანმა ოთარ კახიძეს ის დრო შეახსენა, როდესაც ის სისხლის სამართლის რეფორმაზე მუშაბდა:

 

ახლა რაც შეეხება მიშას, ზურა ადეიშვილს, რომლის მოადგილეც ბრძანდებოდით ბატონო ოთარ და მაშინ დიდ კომფორტში იყავით და მესმის, რომ მე თქვენ არ მოგწონვართ და ეს ჩემთვის დიდი კომპლიმენტია. სხვათაშორის, სისხლის სამართლის რეფორმა მიგყავდათ თქვენ და მახსოვს, რომ ადვოკატი ხატიაშვილი იქნებოდა თუ სხვა, ვერც კი მოგვიახლოვდებოდათ, რომ კანონპროექტზე კითხვა დაესვათ, და სისხლის სამართლის ვითომ რეფორმა მიგყავდათ.

 

მესმის, რომ ის სხვა დრო იყო, კომფორტში იყავით და ახლა რაღაცები არ მოგწონთ, მაგრამ ამაში მე ვერ დაგეხმარებით, ამ დიდ მჭმუნვარებაში რომელშიც თქვენ ხართ მეოთხე წელია",- ასე მიმართა თეა წულუკიანმა ოთარ კახიძეს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner