„კიდევ ერთხელ გიმეორებთ, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არასდროს არცერთი პარტიის შემომწირველი არ ვყოფილვარ. არ დამიფინანსებია და მე მგონი, ამაზე უნდა დავასრულოთ საუბარი" - განაცხადა "რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა ზურაბ ალავიძემ.
კითხვაზე, რატომ შეიყვანა მან მედია და საზოგადოება შეცდომაში, როცა განაცხადა რომ არ იყო ,,ნაცმოძრაობის" შემომწირველი 2012 წელს.
„კიდევ ერთხელ გიმეორებთ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არასდროს არცერთი პარტიის შემომწირველი არ ვყოფილვარ. არ დამიფინანსებია და მე მგონი, ამაზე უნდა დავასრულოთ საუბარი. შესაბამისი ჩვენებები მიცემული მაქვს გამოძიებისთვის, როგორ ხდებოდა ეს ყველაფერი. შეგიძლიათ, მიმართოთ გამოძიებას და გიპასუხებენ ისინი. 2013 წელს იყო ეს ყველაფერი და ჩემს გარდა იქ იყო უამრავი ადამიანი, რომელიც ჩვენებებს იძლეოდა და ეს პროცესი როგორც მიმდინარეობდა, ყველაფერი ცნობილია.მიმართეთ გამოძიებას და გიპასუხებენ ისინი."- განაცხადა ზურაბ ალავიძემ.