logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: დავივიწყეთ ის რეალობა, რომ ჩვენ ევროკავშირის წევრები ვართ
- +

26 ნოემბერი. 2016. 19:58



პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის გიორგი  ვოლსკის შეფასებით, მიუღებელია ოპოზიციის რიტორიკა იმაზე, რომ საქართველო ევროპული რადარებიდან გაქრა.


ჩვენ გადართულები ვართ შიდა დებატებზე, რაც ხშირად სცილდება ეთიკის ნორმებს და იმ რეალობას, რომელიც დღეს საქართველოშია. ხშირად ვივიწყებთ, რა გლობალური პროცესები მიმდინარეობს ჩვენს გარშემო, მსოფლიოში. საკმაოდ ბოროტი, საშიში და აგრესიული დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს მსოფლიო ისტორიის განვითარება. ამ მსოფლიოს შუაგულშია პატარა საქართველო, რომელიც თვალსაჩინო  სტრატეგიული მიმართულებებით არის გამორჩეული. პრაქტიკულად ყველა დარგში იქნება ეს საგარეო თუ საშინაო ამოცანები.

 

რა თქმა უნდა ლარის თემა უმნიშვნელოვანესია, რომელმაც საკმაოდ დააზიანა იმ ინფორმაციის არეალი, რასაც პოზიტივი ჰქვია. მაგრამ ყველაფერს თავისი საზღვარი აქვს", - განაცხადა გია ვოლსკიმ.


დეპუტატმა კომენტარი საქართველოს ევროპულ პერსპექტივებზეც გააკეთა და ოპოზიციის შეფასებები გააკრიტიკა.


 „რას ვისმენთ ჩვენ? ჩვენ ვისმენთ, რომ ყველაფერი ცუდადაა, თითქოს საერთაშორისო ასპარეზზე ჩამორჩენა გვაქვს, თითქოს გავქრით რადარებიდან. დავივიწყეთ ის რეალობა, რომ ჩვენ ევროკავშირის წევრები ვართ. ასოცირებულები, თუმცა წევრები ჩვენი პასუხისმგებლობით და საკმაოდ საინტერესო პერსპექტივებით", - განმარტა გია ვოლსკიმ.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner