logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: თურმე ძალიან დიდი რამ ყოფილა, ადამიანებს რომ გადაუღებ საძინებელში და მერე არ გამოაქვეყნებ
- +

26 ნოემბერი. 2016. 21:05



ჩემთვის გასაკვირია, როდესაც თქვენი ლიდერი თუ ყოფილი ლიდერი, ბატონი მიხეილ სააკაშვილი გამოდის და სიამაყით ამბობს, რომ აი ჩვენ კი ვიღებდით ამას, მაგრამ არასოდეს გამოგვიქვეყნებია", - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებზე „ნაციონალური მოძრაობის" წევრის სერგი კაპანაძის კითხვას. მისი თქმით, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამავრცელებლების დასადგენად ხელისუფლებამ ყველა ზომას მიმართა, თუმცა მათი დადგენა დანაშაულის დაფარვის მარტივი შესაძლებლობების გამო ვერ მოხერხდა.


თურმე ეს ძალიან დიდი რამ ყოფილა, რომ გადაუღებ ადამიანებს საძინებელში და მერე არ გამოაქვეყნებ. ჩვენ რაც შეგვეძლო გამოვიძიეთ, დამნაშავეები პასუხისგებაში არიან მიცემულები და იხდიან სასჯელს. რაც შეეხება გამავრცელებლებს, მათ გამოვლენაში ჩართული გვყვავდა არა მხოლოდ ჩვენი რესურსი, არამედ საერთაშორისოც, ჩვენი მეგობარი ქვეყნებიდან რაც კი შეიძლებოდა, ჩვენ ყველა დახმარება მოვითხოვეთ. სამწუხაროდ, ეს არის კიბერდანაშაულის ერთ-ერთი სახე, რომლის დადგენაც ძალიან რთულია ტექნიკურად, რადგან ძალიან ბევრი ტექნიკური საშუალებაა, რათა დამალო ამტვირთველი", - განაცხადა კვირიკაშვილმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner