logo_geo
eng_logo
ემზარ კვიციანი „ნაციონალებს“: საითაც ნადირივით სარეკი მომიწყვეთ, იქეთ მოვხვდი მეც!
- +

26 ნოემბერი. 2016. 21:42



„პატრიოტთა ალიანსის" წევრმა ემზარ კვიციანმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის" წევრს გიგა ბოკერიას მიმართა მიმართა:


„ძალიან გაინტერესებთ როგორ მოვხვდი რუსეთში აფხაზეთის გავლით. პატივცემულებო, საითაც ნადირივით სარეკი მომიწყვეთ, იქეთ მოვხვდი მეც. მინდა გაგახსენოთ, 1991 წელი, პირველად გნახეთ, როცა გამომატრიალეთ „ივერიასთან" ავტომატით ხელში. 2001 წელს მეორედ შევხვდით პარლამენტში, სადაც თქვენ საშვით არ იყავით შემოსული. 2002 წელს, როდესაც დესანტი გადმოისხა კოდორის ხეობაში, თქვენ დესანტი გადმოსხით უჯარმაში ჩემს სახლთან და ამიბუნტეთ ხალხი. იმისთვის, რომ ყურადღება გადამეტანა უჯარმაზე და არ წავსულიყავი და არ გამეგდო დესანტი კოდორის ხეობიდან. 2006 წელი: კოდორის ხეობაში უკანონოდ მოხდა ჯარების გადაყვანა, როგორ გაიარეთ 2 რუსული პოსტი? რატომ გაგატარეს თქვენ და რატომ არ გაგვატარეს ჩვენ, როცა ფქვილები მიგვქონდა ჰუმანიტარული დახმარება კოდორის ხეობაში? მე დავუშვი თქვენი საშვები რუსებთან? ამიტომ თავი დაანებეთ თითის გაშვერას პრორუსულობაზე", - განაცხადა კვიციანმა პარლამენტში.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner