logo_geo
eng_logo
„პერსონალური სადღეგრძელოების დროს სუფრიდან გავდივარ, ხოლო თათბირის დროს მაგიდის თავში არ ვჯდები“-პრემიერის დასკვნითი სიტყვა
- +

26 ნოემბერი. 2016. 23:14



ყველას დიდ მადლობას გიხდით ამ ძალიან შრომატევადი, ენერგოტევადი რამდენიმე დღისთვის", - განაცხადა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.


პრემიერი საკანონმდებლო ორგანოში დასკვნითი სიტყვით წარსდგა.


მინდა ორიოდე სიტყვა ვთქვა საკუთარ თავზე, არ მიყვარს საკუთარ თავზე ლაპარაკი, არ მიყვარს პერსონალური სადღეგრძელოები, ამ დროს გავდივარ ხოლმე სუფრიდან. არასოდეს თათბირის დროს არ ვჯდები მაგიდის თავში, ყოველთვის შუაში ვზივარ და არასდროს არც ერთი ორგანიზაცია, რომელშიც კი მიმუშავია, არ მიმართავს შიდა დაპირისპირებისა და ინტრიგების მეშვეობით. ეს ყველაფერი ერთად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენს სრულიად ახალი სტილით ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რაც დღეს გვაქვს და ამიტომ ვახსენებ ამას. რატომ ვახსენებ ამას ზუსტად დღეს და რატომ გესაუბრებით თქვენ, ჩვენს ოპონენტებს? ამას აქვს ძალიან კონკრეტული მიზანი. ის რასაც თქვენ გუშინ უწოდეთ პოლიტიკური უტიფრობა, თუ სხვა სიტყვები, მე მინდა ვუწოდო ერთი ძალიან მარტივი სიტყვა, ეს არის - ქედმაღლობა. ამიტომ არ აგირჩიათ თქვენ ქართველმა ხალხმა, საქართველოს მოსახლეობამ. ეს არის ყველაზე მთავარი მიზეზი, რის გამოც ნაციონალური მოძრაობა დღეს არის უმცირესობაში. ამას სჭირდება გაანალიზება და გაცნობიერება. სწორედ ამას დაუჭირა ქართველმა ხალხმა მხარი, რომ პოლიტიკური ძალა, რომელსაც შესწევს უნარი, ისაუბროს საკუთარ შეცდომებზე და მე დღეს ამის მაგალითი მოგეცით, რომელსაც შესწევს უნარი ისაუბროს ოპონენტების წარმატებაზე - ამის მაგალითიც მოგეცით დღეს. ვერც ერთი საპასუხო მაგალითი, სამწუხაროდ, მე ვერ მოვისმინე თქვენი მხრიდან.

 

ასე რომ იმ ახალი რეალობის ძრავი ჩართულია და ამას ვერაფერი გააჩერებს. ამ ახალ რეალობაში იმ გამოწვევებს, რომელსაც ეს რეალობა ახლავს, პასუხობს ის ძალა, რომელიც დღეს არის ხელისუფლებაში, მოგწონთ ეს თუ არა. ჩვენს ქვეყანას ნამდვილად სჭირდება წარმატებები, გამარჯვებები, ხვალინდელი დღის იმედი. იმედი ამოძრავებს სწორედ ეკონომიკასაც და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ზედმეტად ნეგატიურად არ დავხატოთ ის რეალობა, რომელიც არის, რათა პოლიტიკური ქულები დავიწეროთ. მინდა მივმართო ჩვენი გუნდის წევრებს: დღეს ჩვენ გვეძლევა ისტორიული შანსი- ჩავდგეთ იმ ადამიანების რიგებში, რომლებმაც ქვეყანაში ისტორიულ მომენტში ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გააკეთეს და ჩვენი ქვეყანა წინ წაწიეს. მოგიწოდებთ ყველას, ყველაფერი პირადული გვერდზე გადავდოთ და განვეწყოთ ძალიან დიდი ბრძოლისთვის, რა თქმა უნდა, შრომას ვგულისხმობ ამ შემთხვევაში. ყველა ჩვენგანს, ვინც დღეს უდიდესი ტვირთი აიღო საკუთარ თავზე, სრულად უნდა ესმოდეს და აცნობიერებდეს, რომ უკან მოსაბრუნებელი გზა არ არის. სხვა არჩევანი ჩვენ არ გაგვაჩნია, იმიტომ რომ ჩვენს უკან ჩვენი ქვეყანა და ხალხია", - განაცხადა კვირიკაშვილმა.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner