საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებს მიმართა და მათი მმართველობის პერიოდში, გახმაურებული საქმეები შეახსენა.
„ნუ ნერვიულობთ. ჭიქას კიდევ გამოგიგზავნით, თუ ქარიშხლის მოწყობა გინდათ. ნიკა და ოთარი ოსკარზე ხართ წარდგენილი დაძაბული საუბრისთვის. საჩხერეში მოსწავლე დაგვიცხრილეს, პოლიციელებს თავდასხმა იყო, თუ ოთხოზორიაა თქვენი ცენტრალური თემა? სამწუხაროა, რომ სპეკულირებთ. ფოტოშოპებია აზრის გამოხატვაზე, რომ გისმენდით მწარედ მეცინებოდა. თქვენ რომ ხალხი გყავთ დარბეული, მაგდენი არცერთ ქვეყანაში არ ჰყავთ დარბეული. ადამიანს თვალი დაუზიანეთ, რომელსაც 80 ათასი გადავუხადეთ და ხალხის ფულია", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისივე თქმით, მმართველი გუნდი მედიის თავისუფლებასთნ დაკავშირებით შენიშვნას არ მიიღებს.
„დანარჩენი ხარჯები მოიკითხეთ. დარბეული ხალხის რეაბილიტაცია რამდენი დაჯდა. მელიამ იმიჯი შეიქმნა, როცა აღსრულების უფროსი იყო. ქუჩები თუ ეცნობა, საიდანაც ზამთარში ხალხი გამოყარა. ისინი იყვნენ იპოთეკარები და დევნილები. მედიაზე გაკვეთილებს არ ავიღებთ. ანტენებზე ნადირობა დაიწყეთ, ხალხზე ნადირობას რომ მორჩით", - მიმართა თალაკვაძემ საპარლამენტო უმცირესობას.