logo_geo
eng_logo
ეკა ბესელია: თითს ნუ იქნევთ და ტონალობა დაწიეთ!
- +

26 ნოემბერი. 2016. 23:49



იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს მიმართა და მათ სისხლის სამართლის ის საქმეები შეახსენა, რომლებშიც წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნები ფიგურირებენ.


ბესელიამ საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებს ურჩია, „ტონალობა დაწიონ და საზოგადოებას ხშირ-ხშირად ბოდიში მოუხადონ".


რომელი თქვენგანი იღებს პასუხისმგებლობას და ვის ჰყოფნის გამბედაობა ილაპარაკოს, რომ იმ გუნდის გამგრძელებელია, ვისაც სამეგრელოში სამალავები ჰქონდა მოწყობილი და 20 ლარს უხდიდით ადამიანს, ვინც სრულიად უდანაშაულო, გალიდან ჩამოყვანილ დატყვევებულ და მძევლად აყვანილ ადამიანებს აუპატიურებდა. რომელ „რუსთავი 2"-ზე ლაპარაკობთ, თქვენ ფეხქვეშ გათელეთ ტელეკომპანია „იმედში" რომ შევარდით. ჩვენ იქ ძალიან ბევრნი ვიყავით", - მიმართა ბესელიამ საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებს.


ეკა ბესელიამ „ნაციონალურ მოძრაობას" მთავრობის ყოფილი მეთურის განცხადებებიც შეახსენა.


ამ ისტორიის თანამოზიარნი, ამ ტონალობაში ნუ გველაპარაკებით. რა თქმა უნდა, გეუცხოვებათ ეს ტონალობა, მაგრამ თითს ნუ იქნევთ. ტონალობა დაწიეთ, მორალს ნუ გვიკითხავთ და დიახ, ხშირ-ხშირად ბოდიშებიც უხადეთ ქართველ მოსახლეობას. დანარჩენი მივანდოთ მომავალს", - აღნიშნა ეკა ბესელიამ.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner