logo_geo
eng_logo
„იპოთეკური და სამომხმარებლო სესხები გარკვეულ ზღვრამდე ლარში იქნება გაცემული“
- +

26 ნოემბერი. 2016. 23:50



ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა იმ სირთულის შესახებ ისაუბრა, რომლის წინაშეც აღმოჩნდა მოსახლეობის ის ნაწილი, ვისაც სესხი დოლარში ჰქონდა აღებული.


ჩვენი მოსახლეობის ნაწილს იპოთეკური და სამომხმარებლო სესხები ჰქონდა უცხოურ ვალუტაში. სამწუხაროდ, მათი განკარგვადი შემოსავალი შემცირდა, რადგან ისინი გაცილებით მეტ თანხას იხდიან, ვიდრე იმ შემთხვევაში, სესხები ლარში რომ ყოფილიყო გაცემული. დედოლარიზაციის მიმართულებით ჩვენ ეროვნულ ბანკთან ერთად ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებს ვგეგმავთ," - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.


მისი თქმით, ნაბიჯები ორი მიმართულებით იქნება გადადგმული - პირველი, შემსუბუქდება სოციალური წნეხი, რათა მათი განკარგვადი შემოსავალი გაუმჯობესდეს და მეორეც, საქართველოს ეკონომიკაში გაცემული სესხების უდიდესი ნაწილი ლარში გაიცეს და ამით სავალუტო რისკი რაც შეიძლება ნაკლები იყოს.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner