logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: არავის მივცემთ უფლებას, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ღირსება შეულახოს!
- +

26 ნოემბერი. 2016. 23:51



თავისუფლება დიდი შრომის შედეგად მოვიპოვეთ ჩვენ და არავის მივცემთ უფლებას, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ღირსება შეულახოს", - აღნიშნული განცხადება საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ პარლამენტში მთავრობის დამტკიცების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.


როგორც კახი კალაძემ აღნიშნა, მთავრობის განახლებული გუნდი ყველაფერს გააკეთებს ხალხის საკეთილდღეოდ.


ჩვენ ოთხი წლით დაგვიქირავა მოსახლეობამ და შესაბამისად, რაც გვქონდა წარმოდგენილი წინასაარჩევნოდ, რაზეც ვსაუბრობდით, ეს არის თავისუფლება, რომელიც კიდევ უნდა განვამტკიცოთ. ის დიდი შრომის შედეგად მოვიპოვეთ ჩვენ და არავის მივცემთ იმის უფლებას, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ღირსება შეულახონ. ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და ეს ძალიან სწრაფად უნდა მოხდეს. ის ეკონომიკური გეგმა, რომელიც გვაქვს წარმოდგენილი შესაძლებლობას გვაძლევს ქვეყანა სწრაფად განვავითაროთ ისე, რომ თითოეულმა ჩვენგანმა იგრძნოს კეთილდღეობა", - განაცხადა კახი კალაძემ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner