logo_geo
eng_logo
მომავალი წლიდან ქართული პროდუქცია ჩინეთის ბაზარზე შესაძლოა, საბაჟო გადასახადების გარეშე შევიდეს
- +

26 ნოემბერი. 2016. 23:52



დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, დაწყებულია პროცედურები, რათა მომავალ წელს საქართველოში წარმოებული პროდუქცია ჩინეთის ბაზარზე საბაჟო გადასახადების გარეშე შევიდეს.


პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ფინანსთა მინისტრმა ახალ საექსპორტო ბაზრებზე გაამახვილა ყურადღება ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა დიმიტრი ქუმსიშვილმა


მისი განცხადებით, საქართველოს მთავრობამ უპრეცედენტოდ მოკლე პერიოდში მოახერხა და წარმატებით დაასრულა ჩინეთის მხარესთან მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე.


დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ამჟამად დაწყებულია შიდა სახელმწიფოებრივი პროცედურები, რათა მომავალი წელს საქართველოში წარმოებული პროდუქცია ჩინეთის ბაზარზე საბაჟო გადასახადების გარეშე შევიდეს. მათ შორის, ქართული სასურსათო პროდუქცია და აგრომრეწველობის პროდუქტები - ღვინო, სპირტი და აგრეთვე მინერალური წყლები.


დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ამ მიმართულებით ძალიან კარგი ტენდენციებია - 2016 წელს, საქართველო ჩინეთის ბაზარზე ხუთი მილიონი ბოთლი ქართული ღვინის გაყიდვას ელოდება, საბაჟო მოსაკრებლის (დაახლოებით 42 პროცენტი) გაუქმების შემდეგ კი საქართველოში წარმოებულ სპირტიან სასმელებს კარგი კონკურეტული უპირატესობა იქნება.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner