logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: ქვეყანა ფეხზეა დასაყენებელი!
- +

26 ნოემბერი. 2016. 23:54



დიდი პატივია, ვიყო საქართველოს მთავრობის წევრი და განვახორციელო ის პროექტები, რომელიც გათვლილ გვქონდა", - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა პარლამენტში მთავრობის დამტკიცების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.


მისივე თქმით, მომდევნო ოთხი წელი წინა წლებისგან განსხვავებული იქნება.


დიდი პატივია, ვიყო საქართველოს მთავრობის წევრი და განვახორციელო ის პროექტები, რომელიც გათვლილ გვქონდა. ამოცანები არის ძალიან სერიოზული. ქვეყანა ფეხზეა დასაყენებელი. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მომდევნო 4 წელი იქნება განსხვავებული წინა 4 წლისგან. იმიტომ რომ წინა 4 წლის განმავლობაში ჩაეყარა საფუძვლები. მთავარი პრიორიტეტია სოციალური პროგრამების გადაჭრა. მომდევნო 4 წელი იქნება სწრაფ განვითარებასა და კეთილდღეობაზე",-განაცხადა სოზარ სუბარმა.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner