logo_geo
eng_logo
ვიქტორ დოლიძე: მთავრობას ეპოქალურ პერიოდში უწევს მოღვაწეობა
- +

27 ნოემბერი. 2016. 00:32



ვიტყოდი, რომ ისტორიულ, ახალ, ეპოქალურ პერიოდში უწევს ახალ მთავრობას საქმიანობა", - ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც დეპუტატებმა ხმათა უმრავლესობით მთავრობას ნდობა განუცხადეს.


ჩემი აზრით, მნიშვნელოვანი დღე იყო, იქედან გამომდინარე, რომ პასუხისმგებლობა კიდევ უფრო მეტია. მე ვიტყოდი, რომ ისტორიულ, ახალ, ეპოქალურ პერიოდში უწევს ახალ მთავრობას მოღვაწეობა იმ გამოწვევებიდან და ასევე შესაძლებლობებიდან გამოდინარე, რომელიც ჩვენი ქვეყნის რეფორმირებას, ეფექტურ განვითარებას და რაც ყველაზე მთავარია, ჩვენს ინტეგრაციულ პროცესებს უკავშირდება საერთო ევროპულ ოჯახში რაც შეიძლება დროულად ჩვენი ადგილის დასამკვიდრებლად. ამისთვის ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ერთად, ამის გარშემო სერიოზული კონსოლიდაციაა საჭირო. მე იმედი მაქვს, რომ საერთო საზოგადოებრივი კონსენსუსი ამ თემასთან დაკავშირებით იქნება", - განაცხადა დოლიძემ.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner