logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ჯეჯელავა „აუდტორია 115“-ს: ხელს ნუ შეუშლიათ, ათასობით ახალგაზრდას განათლების მიღებაში
- +

27 ნოემბერი. 2016. 22:55



„ვთხოვ მათ, რომ ხელს ნუ შეუშლიან, ათასობით ახალგაზრდას განათლების მიღებაში, იმიტომ რომ სწორედ ამას აკეთებენ ახლა ისინი", - ამ სიტყვებით განათლების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ, „აუდტორია 115"-ის წევრებს  „tvპირველის" ეთერიდან მიმართა.  


„მე ვთხოვ მათ, რომ ხელს ნუ შეუშლიან, ათასობით ახალგაზრდას განათლების მიღებაში, იმიტომ რომ სწორედ ამას აკეთებენ ახლა ისინი. ამ ხალხმა ყოველთვის იცოდა, რომ ჩემი კარი ღია იყო მათთვის და ჩვენ ბევრჯერ შევხვდით ერთმანეთს. მათ ისიც იცოდნენ, რომ რექტორის კარიც ღია იყო მათთვის და ყველა სხვა ინსტანციის.

 

მიუხედავად ამისა, ამ ხალხმა გადაწყვიტა, რომ ხელი შეუშალოს სასწავლო პროცესს. ეს არის სტუდენტების მცირე ჯგუფი, რომელიც მოქმედების არასწორ მეთოდებს ირჩევს.

 

გუშინ გაკეთდა აპელირება, რომ ვითომ პრემიერ მინისტრმა არ შეასრულა მოთხოვნები, ამ პრობლემების ნაწილი მოგვარებულია, ნაწილი კი მოგვარების პროცესში", -განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ












 

right_banner right_banner
არქივი
right_banner