logo_geo
eng_logo
ბექა ნაცვლიშვილი: ახალი მინისტრები ახალ იდეებს შეიტანენ მთავრობის მუშაობაში!
- +

28 ნოემბერი. 2016. 14:47



„მთავრობის მიერ წარმოდგენილი პროგრამა არის რეალისტური. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, რომ აღნიშნული პროგრამის შესრულება არის შესაძლებელი მომავალი 4 წლის განმავლობაში", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ბექა ნაცვლიშვილმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


პარლამენტარმა მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა შეაფასა და განაცხადა, რომ როგორც ძველი, ასევე ახალი სახეები კომპეტენტურობითა და პროფესიონალიზმით გამოირჩევიან.


„მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა ნამდვილად გამოირჩევა კომპეტენციით. არიან რიგი მინისტრები, რომლებიც იყვნენ მთავრობაში ბოლო 4 წლის განმავლობაში. არის განახლებაც, რომელიც ახალ სისხლს, ახალ იდეებს შეიტანს მთავრობის მუშაობაში.

 

მათთან კითხვები არ მქონია, თუმცა ჩემი იდეები გავუზიარე. ყურადღება გავამახვილე ევროპასთან ინტეგრაციის თვალსაზრისით; ევროპული მოდელის რაობაზე, საზოგადოებისთვის ევროპული მოდელის გაცნობის ახალი გზების ძიებაზე. ევროპა რომ გავხადოთ უფრო მიმზიდველი, უნდა ვისაუბროთ მის რეალურ რაობაზე, რომ ევროპა არის კეთილდღეობის სიმბოლო, სახელმწიფოების ერთობა, სადაც ადამიანის როგორც ზოგადი, ასევე სოციალური უფლებებიც არის გარანტირებული", - განაცადა ბექა ნაცვლიშვილმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner