ავტორი ალა გრიგალაშვილი
„რუსეთსა და საქართველოს შორის რეალურად, სახალხო დიპლომატია აღდგენილია. ახლა უკვე უნდა გადავიდეთ სხვა ნაბიჯებზე", - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ძლიერი ქალი - ძლიერი სახელმწიფოს" თავმჯდომარე ლალი მოროშკინამ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ლალი მოროშკინა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის აუცილებლობაზე საუბრობს.
„მე ერთი თვით მივემგზავრები მოსკოვში. მოგეხსენებათ, იქ ჩემი წიგნი დაიბეჭდა და მე ხშირად მიწევს ჩასვლა მკითხველთან შესახვედრად. ჩათვალეთ, რომ ესეც არის სახალხო დიპლომატიის ერთი ნაწილი...
ტრამპი ესტუმრება რუსეთს, საფრანგეთი ირჩევს პრორუს პრეზიდენტს, მსოფლიო გადალაგდა, ერდოღანი მოკავშირედ თვლის პუტინს და საქართველო ამ დროს დგას საშიშროების წინაშე, რომ კიდევ უფრო მეტი რამ დაკარგოს, იმიტომ, რომ დიალოგი გაწყვეტილია. ჩვენ უნდა შევძლოთ სუფთა ფურცლიდან დალაპარაკება რუსეთთან, თუნდაც იმისთვის, რომ სააკაშვილის შეცდომები გამოვასწოროთ და სტატუს-კვო დავიბრუნოთ, რაც შესაძლებელია მხოლოდ მოპალარაკების გზით. გადავსებულია თვითმფრინავები, ასევე მილიონობით ტურისტი შემოდის რუსეთიდან. მოვრჩეთ ამ სირაქლემურ პოზიციაში ყოფნას, აღვადგინოთ დიპლომატიური ურთიერთობები. მითუმეტეს მაშინ, როცა ლავროვისა და პუტინისგან ეს მესიჯები წამოსულია", - განაცხადა ლალი მოროშკინამ.