logo_geo
eng_logo
სოსო მანჯავიძე: 800-მილიონიანი ბიუჯეტი მილიონახევრიანი ქალაქისთვის ძალიან მცირეა
- +

29 ნოემბერი. 2016. 15:50



„მერიას ბიუჯეტი უკან დავუბრუნეთ, რათა საკრებულოს მოსაზრებები გაითვალისწინოს და ხელახლა წარმოადგინოს", -ამის შესახებ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე სოსო მანჯავიძემ განაცხადა.


თბილისის საკრებულოს წევრი იმედს გამოთქვამს, რომ დედაქალაქის მერია საკრებულოს შენიშვნებს გაითვალისწინებს.


„ჩვენ გვაქვს ძალიან მწირი ბიუჯეტი. 800 მილიონი ლარი მილიონახევრიანი ქალაქისთვის ძალიან მცირეა. სამწუხაროა, რომ ვერ ვახერხებთ ახალი შემოსავლების გაჩენას ბიუჯეტისთვის; თუნდაც ადგილობრივ, თბილისის დონეზე.

 

მეორე: მიმაჩნია, რომ თანხები უნდა იყოს გამოყოფილი ქალაქის ინფრასტრუქტურის განსატვირთად, რაც ვფიქრობ, აუცილებელია. უნდა მოხდეს ხიდების მშენებლობა და ა.შ.

 

ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რაც ქალაქის ეკოლოგიას ეხება. მანქანების გამონაბოლქვი უარყოფითად მოქმედებს ადამიანების ჯანმრთელობაზე. არის ელექტროძრავებზე მომუშავე მანქანები. მომხრე ვარ, შემოვიყვანოთ ეს ელექტრომანქანები და მივცეთ ქალაქს ცივილიზებული სახე", - განაცხადა მანჯავიძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner