logo_geo
eng_logo
გიორგი ლილუაშვილი: „ოკუპაციის შესახებ“ კანონის ლიბერალიზება ნიშნავს პოზიციების დათმობას
- +

29 ნოემბერი. 2016. 16:51


 

„ოკუპაციის შესახებ" კანონის ლიბერალიზება ნიშნავს პოზიციების დათმობას",- განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ლილუაშვილმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე.  თუმცა პარლამენტარი ოკუპაციის შესახებ კანონმდებლობის გადახედვას არ გამორიცხავს...


„ოკუპაციის შესახებ" კანონმდებლობა შეიძლება გადაიხედოს. თუმცა ეს არ უნდა მოხდეს ეროვნული ინტერესების კომპრომისის ხარჯზე და ოკუპირებული ტერიტორიების ხარჯზე. ვფიქრობ, ყოველთვის არ ჭრის ის, რომ მტერს ეძახო: „შენ მტერი ხარ". ხანდახან შეიძლება დიალოგი, კომპრომისზე წასვლა, მხოლოდ არა ეროვნული ინტერესების ხარჯზე. ეს საკითხი დადგება დღის წესრიგში, თუმცა ამ ეტაპზე ამას სჭირდება მომზადება, განხილვები, პოზიციების შეჯერება. სწორედ ამის შემდეგ შეიძლება ამ თემაზე საუბრის გაგრძელება", - განაცხადა ლილუაშვილმა.



 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner