logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: რადიკალიზაციის ხარისხი უნდა შემცირდეს
- +

30 ნოემბერი. 2016. 00:31


პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ წინასაარჩევნოდ ოპონენტების და „ქართული ოცნების" რიტორიკა გადაცემა „არჩევანში" შეაფასა და აღნიშნა, რომ მისი და სხვა პოლიტიკოსების მძაფრი დამოკიდებულება წინასაარჩევნო გარემოდან გამომდინარეობდა.  


კობახიძის განცხადებით, დღეს უკვე თვისობრივად სხვა ეტაპზეა გადასვლა საჭირო.


„საარჩევნო ომის მდგომაროებაში ვიყავით და ამის თანმდევი იყო ის სიმძაფრე, რომელიც იყო ჩვენს ოპონენტებთან მიმართებაში. ასეთი ფორმით შესვლა სჭირდებოდა საარჩევნო პროცესს. დღეს კი თვისობრივად სხვა ეტაპზე გადავდივართ და რადიკალიზაციის ხარისხი უნდა შემცირდეს," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner