პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ წინასაარჩევნოდ ოპონენტების და „ქართული ოცნების" რიტორიკა გადაცემა „არჩევანში" შეაფასა და აღნიშნა, რომ მისი და სხვა პოლიტიკოსების მძაფრი დამოკიდებულება წინასაარჩევნო გარემოდან გამომდინარეობდა.
კობახიძის განცხადებით, დღეს უკვე თვისობრივად სხვა ეტაპზეა გადასვლა საჭირო.
„საარჩევნო ომის მდგომაროებაში ვიყავით და ამის თანმდევი იყო ის სიმძაფრე, რომელიც იყო ჩვენს ოპონენტებთან მიმართებაში. ასეთი ფორმით შესვლა სჭირდებოდა საარჩევნო პროცესს. დღეს კი თვისობრივად სხვა ეტაპზე გადავდივართ და რადიკალიზაციის ხარისხი უნდა შემცირდეს," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.